დაიბრუნეთ ინტერნეტი ჩვენთან ერთად
Mozilla გამალებით მუშაობს, რომ ინტერნეტის მართვის სადავეები ხალხს დაუბრუნოს.
ერთად ჩვენ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ იოლი, უსაფრთხო და თავისუფალი ინტერნეტი — ყველასთვის.
-
დაცვა
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკეთესი პროდუქტების შექმნას, მთავრობებისა და ტექკომპანიების ანგარიშვალდებულების მოთხოვნას მათი ნამუშევრებისთვის.
-
კვლევა
ვავლენთ მოსაზრებებს, ვმართავთ კამპანიებს პროდუქტების გასაუმჯობესებლად და ხალხის სასიკეთო დებულებების ხელშეწყობისთვის.
-
შემუშავება
ჩვენ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც გიბრუნებთ მართვის სადავეებს — ასეთია Firefox და სხვ.
-
დაფინანსება
ჩვენ ვაფინანსებთ და ვაბანდებთ სახსრებს ძალისხმევასა და ხალხში, რომ ტექნოლოგიების, ინტერნეტისა და ხელოვნური გონის განვითარება სწორი გზით წარიმართოს.
გაეცანით უახლეს ამბებსა და სტატიებს, რომელთაც Mozilla მოგაწვდით
შევქმნათ სამართლიანი მომავალი
ნახეთ, თუ როგორ ვუწყობთ ხელს მრავალფეროვანი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი ინტერნეტგარემოს ჩამოყალიბებას.
შემოგვიერთდით ცვლილებებისთვის




შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გააფართოვეთ შესაძლებლობების საზღვრები — ყველაზე მნიშვნელოვანის შეულახავად.
საზოგადოების სიყვარული, ჩვენი მამოძრავებელი ძალა
Mozilla საერთაშორისო ერთობაა მხურვალე მოხალისეებისა და წვლილის შემტანთა, რომლებიც ჩვენთან ერთად ქმნიან, იცავენ და აყალიბებენ ინტერნეტის მომავალს 1998 წლიდან.
კოდის წერითა და ხარვეზების გამოვლენით დაწყებული, პირადი მონაცემებისა და ინტერნეტის საყოველთაო გახსნილობის დამცველობით გაგრძელებული – ჩვენი ერთობის წევრები ჩვენი საქმიანობის მთავარ ხერხემალს წარმოადგენენ. მათი მხურვალე თავდადება და მონდომება ახალ ძალას გვმატებს ყოველდღიურად.


