შინაარსზე გადასვლა

სკალარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სკალარი (ლათ. scalaris— „კიბისებრი“, „საფეხურებიანი“) — სიდიდე, რომელსაც არ გააჩნია სივრცეში მიმართულება და ხასიათდება მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობით.

სკალარული სიდიდეებია: სიგრძე, ფართობი, მოცულობა, დრო, მასა, სიმკვრივე, ტემპერატურა, სიმძლავრე, სითბოტევადობა, ელექტროტევადობა და სხვა.

ტერმინი სკალარი (ზოგჯერ აღქმულია რიცხვის სინონიმად) გამოიყენება ვექტორულ აღრიცხვაში, სადაც იგი უპირისპირდება ვექტორს.

სკალარი
Morty Proxy This is a proxified and sanitized view of the page, visit original site.